ვიზიტი სპეციალისტთან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა. წინა თვეში მკერდის ტკივილის გამო გადავიღე ეხო . განსაკუთრებით მაწუხებდა მარცხენა მხარეში ერთი წერტილი, რომელიც მწიწკნიდა შიგნიდან და მაგ ადგილას მითხრეს 3 მმ-იანი ცისტა,მკაფიო კონტურის, მკვეთრად დაქვეითებული ექოგენობის. ეს იყო ციკლის 25 -ე დღეს. ციკლის მეათე დღეს ისევ გადავიღე ეხო და აღარაფერი გა მოჩნდა, მაგრამ დამისვეს დიფუზიური მასტოპათიის დიაგნოზი და შეიძლება რომელიმე უბანი იყო უბრალოდ გაზრდილი და ციკლის მოსვლის მერე დაპატარავდაო. ამ თვეში ისევ იქ მაწუხებს წიწკვნის შეგრძნება და დავიბენი. მაინტერესებს რამდენად რეალურია რაც მითხრეს და ზოგადად თუ უნდა მკურნალობა დიფუზიურ მასტოპათიას. ვისვამ მხოლოდ პროჟესტოგელს. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დიფუზური მასტოპათია ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის დარღვევაა, რომელიც ძუძუში იწვევს დიფუზურ ცვლილებებს.
დაავადების პროგრესირების შემდგომ ეტაპზე ძუძუში ჩნდება გამკვრივებული უბნები მკვეთრი საზღვრების გარეშე, შეიგრძნობა ტიხრები და ა.შ.
მკურნალობის მეთოდი სხვადასხვაგვარია , შესაძლოა ქირურგიული ჩარევა (კვანძის ამოკვეთა) გახდეს საჭირო, ან მედიკამენტური თერაპია დაინიშნოს.
რეკომენდაციისა და მკურნალობის მეთოდის შერჩევა, შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
აუცილებელია, დინამიკაში დაკვირვება და ამჟამინდელი მდგომარეობის დიაგნოსტირება.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული მოსაზრების მოსასმენად და დიაგნოსტირებისთვის კი, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/mamologis-konsultacia-da-sardzeve-jirkvlebis-eqoskopiuri-kvleva

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა