მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოზის დასმა რთულია, თუმცა მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია პატარა აღარ გყავთ ძუძუზე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, სარძევე ჯირკვლების გამაგრებას, რაც რძის შეგუბებითაა გამოწვეული.
ამ დროს ქალს აქვს მკერდში უსიამოვნო გამაგრების და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი, ამგვარმა შეგუბებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება – სარძევე ჯირკვლის ანთება.
გააჩნია წარმონაქმნის ლოკალიზაციას, ასევე მკერდზე უფრო ზუსტ მდებარეობას, სიმაგრე მუდმივია თუ ციკლთან ერთად იჩენს თავს, გაქვთ თუ არა ამ დროს ტემპერატურა, ზოგადად მტკივნეულია თუ არა, ამ და კიდევ ბევრ ნიუანსს აქვს დიდი მნიშვნელობა, რასაც დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან უფასო კონსულტაციაზე , სადაც უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევებს. აქციის ფარგლებში, მამოლოგიურ კვლევებზე გვაქვს 50%–იანი ფასდაკლება.
აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს 10:00–დან 16:00 საათამდე.
თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ.ორივე მკერდზე გვერდებზე მაქ ოდნავ გამაგრებული და რა შეიძლება იყოს?პატარა მყავდა ძუძუზე მაგრამ აღარ მყავს ეხლა და თან კაი ხანია რაც აღარ წოვს ძუძუს და რა იქნება და ვის მივმართო?
პასუხი: