მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია გიპასუხოთ თუ რა იწვევს თქვენს ჩივილებს.
თუმცა, როგორც ჩანს საქმე გვაქვს მასტოდინიასთან, რომელიც წარმოადგენს მეტ-ნაკლებად ინტენსიურ ტკივილის შეგრძნებას სარძევე ჯირკვალში. ის დაავადების სიმპტომებს შორის შესაძლოა დომინანტურიც კი იყოს. ტკივილის ინტენსივობა სარძევე ჯირკვალში ზოგჯერ ძალიან მაღალ ხარისხს აღწევს.
შესაძლოა, მას თან ახლდეს სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ფუნქციური ცვლილებები.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ მამოლოგთან, რათა გამოირიცხოს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !