Dex bi rads2, Sin bi rads4a - მამოლოგია

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ dex bi rads2 sin bi rads4a რას ნიშნავს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ მიერ აღნიშნული სისტემა Dex bi rads2 - Sin bi rads4a გამოიყენება მამოგრაფიაში, რენტგენოლოგიური სურათის შესაფასებლად და ნიშნავს, დასაზუსტებელ კათილთვისებიან ცვლილებებს ან კიბოდ გადაგვარების დაბალ რისკს.     

  Dex_bi_rads2

სავარაუდოდ ეს არის ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, თუმცა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევით, ეს დიაგნოზი უნდა დაზუსტდეს.

შესაძლოა, ჩატარდეს ბიოფსია და ქსოვილის მოკვეთილი ნაწილის მიკროსკოპული შესწავლა.
გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ამ მიზნით, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კოსნულტაციაზე, სადაც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, ქალბატონი თამილა როინიშვილი დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდის განსაზღვრაში ჩაერთვება ონკოლოგი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა