გინეკომასტია - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, რა ჯდება გინეკომასტიის ოპერაცია ორივე მხარეს? თავისი ანალიზებიანად, მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

საჭიროა ამ მდგომარეობის მიზეზის დადგენა და მკურნალობის დაგეგმვა დასკვნიდან გამომდინარე. გინეკომასტიის მკურნალობა მიზეზის აღმოფხვრას გულისხმობს, რომელმაც მისი განვითარება გამოიწვია.

გინეკომასტიის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული და ქირურგიული.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ  სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი.

პაციენტის უშუალო ვიზიტისა და გასინჯვის  შემდეგ ტარდება რიგი ლაბორატორიული (ტესტოსტერონ/ესტროგენის ბალანსის დასადგენად) და ინსტრუმენტული გამოკვლევა, საჭიროების მიხედვით, ყოველივე ამის შეჯერების შემდეგ, თავად ექიმი–მამოლოგი მოგახსენებთ, მკურნალობის მეთოდისა და ღირებულების შესახებ.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში,  მამოლოგ თამილა როინიშვილთან, რომელიც განსაზღვრავს, რა კვლევები დაგჭირდებათ, ოპერაციული მეთოდი ქირურგიულია საჭირო, თუ პლასტიკური, ამ და სხვა ბევრ ნიუანსზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა, მხოლოდ ექიმი–მამოლოგის პრეროგატივაა.

ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკაში მიმდინარე აქცია, ვრცლად სანახავად მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31367/sardzeve-jirkvlis-sruli-gamokvleva---gtavazobt-mamologis-ufaso-konsultacias-da-sachiroebis-shemtkhvevashi-eqoskopiur-an-mamografiul-kvlevas-50-%E2%80%93iani-fasdaklebit

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა