გამონადენი მკერდიდან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს მკერდიდან გამონადენი პერიოდულად მენსტრუაციის მოსვლამდე და მენსტრუაციის პერიოდშიც შემდეგ კი ჩერდება ვარ გათხოვილი გადავწყვიტეთ მეორე შვილის გაჩენა ვერ ვფეხმძიმდები რას მირჩევთ რამდენად საშიშია და დაახლოებით რა დაავადებაა გთხოვთ მიპასუხეთ
პასუხი:

მოგესალმებით!
დვრილიდან გამონადენი ქალში, რომელიც არც ფეხმძიმედაა და არც ძუძუთი კვებაზე, არ არის ყველა შემთხვევაში პათოლოგიაზე მიმანიშნებელი, მაგრამ ამ დროს ექიმის შეფასება მაინც საჭიროა. კაცებში დვრილებიდან გამონადენი ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს გამოკვლევას.
გამონადენი შეიძლება აღინიშნებოდეს ერთი ან ორივე ძუძუდან სპონტანურად ან ძუძუს ან დვრილის შეკუმშვის შემდეგ. დვრილიდან გამონადენი შეიძლება იყოს რძის მაგვარი, გამჭვირვალე, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი ან სისხლიანი.
როგორც მოგვითხრობთ, გამონადენი შეიმჩნევა მენსტრუალურ პერიოდში, რაც შესაძლებელია ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს კავშირში.
დვრილიდან გამონადენი იშვიათადაა მკერდის სიმსივნის ნიშანი, მაგრამ იგი შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინება იყოს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
დვრილიდან გამონადენის შესაძლო მიზეზებია:

  • აბსცესი;
  • სიმსივნე;
  • სარძევე ჯირკვლის ინფექცია;
  • სარძევე ჯირკვლის ჭარბი სტიმულაცია;
  • ფიბროადენომა;
  • ფიბროკისტური ჯირკვალი;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • დაზიანება ან ტრავმა;
  • სადინარშიგა პაპილომა;
  • სარძევე სადინრის ექტაზია;
  • მენსტრუალური ციკლის ჰორმონული ცვლილებები;
  • პროლაქტინომა.

შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებელად, გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს. პირველ რიგში სასურველია გამოირიცხოს პაპილომა, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე. უშუალო ვიზიტისას ექიმი შეაფასებთ თქვენს მდგომარეობას, მოგცემთ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის მიმდინარეობაში ჩაერთვება სხვა სპეციალისტი. ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტი. ასევე გვაქვს უფასო დღეები გინეკოლოგთან ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა