მოგესალმებით,
კისტა (იგივე ცისტა) არის სითხით სავსე წარმონაქმნი, ის უმრავლეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია. კისტა შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ორგანოში, მათგან ერთ-ერთი სარძევე ჯირკვლებია. ძუძუში კისტების წარმოშობა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, რომელთაგან უმთავრესია ქალის ჰორმონული ფონის ცვლილებები, გინეკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, ძუძუთი კვების პრობლემები.
სარძევე ჯირკვლის კისტა არ საჭიროებს მკურნალობას თუ იგი არ არის დიდი, მტკივნეული ან ქმნის დისკომფორტს.
კისტების გაჩენის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ესტროგენის მომატებული კონცენტრაცია ასტიმულირებს ჯირკვალს და თამაშობს გარკვეულ როლს კისტების წარმოქმნაში.
ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. დიაგნოსტირება უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ასპირაციული ბიოფსიით ხდება.
რაც შეეხება დაკვირვებას და დინამიკაში კონტროლს, პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარეობს, ზოგადად სასურველია 6 თვეში ერთხელ კონტროლი, თუმცა თუ ეჭვია პათოლოგიაზე, უფრო ადრეც შეიძლება დაიგეგმოს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ სარძევე ჯირკვლის სკრინინგს მიზერულ ფასად, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!