ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა.. ცალი ძუძუს ზომაში მატება რისი ბრალი შეიძლება იყოს ?? ექოსკოპია გავიკეთე და არაფერიაო მითხრეს.. თან რაღაც ადგილებზე ხელს რომ ვიდებ თითქოს მტკივა..
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ეს იყოს მასტიტი, რომელიც საკმაოდ შემაწუხებელია.
ანთებადი ძუძუ დიდდება, ჩნდება კვანძები, ზოგჯერ მკვრივდება მთელი სადინარი. პაციენტი უჩივის ტკივილს, გაციებისმაგვარ სიმპტომებს, ძუძუს შეშუპებას, დაჭიმულობას. ანთების მხარეს მოსალოდნელია დვრილის მგრძნობელობის შეცვლა, იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების დაჭიმულობა ან გადიდება.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა, შეუძლებელია, ამიტომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მამოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ დღე ხუთშაბათის გარდა.
თუ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ 50%–იანი ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/sardzeve-jirkvlis-sruli-gamokvleva---gtavazobt-mamologis-ufaso-konsultacias-da-sachiroebis-shemtkhvevashi-eqoskopiur-an-mamografiul-kvlevas-50-%e2%80%93iani-fasdaklebit/31367

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკაშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა