მოგესალმებით!
იღლიის არეში ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი გადიდებული ლიმფური კვანძი და მისი ანთებაა.
ლიმფური კვანძები, ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია, იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია. მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის დროს, ზოგჯერ რამდენიმე ლიმფური კვანძი დიდდება. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა შეხება-გასინჯვისას მტკივნეულია.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, გირჩევთ მიმართოთ ექიმ–სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან, რომელიც დაადგენს ტკივილის მიზეზს, გამორიცხავს პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობას და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ბავშვს ვაჭმევ ბუნებრივ კვებას დიდი რაოდენობით არ მაქვს რძე ეხლახანს მტკივა იღლია სიმაგრე არ მაქვს რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო?
პასუხი: