ცისტოზურ–ფიბროზული მასტოპათია - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა 3 თვის წინ შევამჩნიე ცალი მკერდის ტკივილი ყურადღება არ მივაქციე გავიდა დრო ტკივილმა მომიმატა იღლიაში და მკლავზეც გადამივიდა მივედი ეკიმთან ცისტოზური ფიბროზული მასტოპათია მითხრა გამომიწერა წამლები 1 თვე დავლიე მაგრამ უშედეგოდ ისევ მაქვს ტკივილები ძირითადათ ციკლის დროს მეწყება საშინელი ტკივილები. ბევრმა მირჩია მშობიარობა, თკვენ რას მირჩევთ მშობიარობის მერე თუ გაიწოვება ჯირკვალი?
პასუხი:

მოგესალმებით,
სარძევე ჯირკვლის ფიბროზი ნაწიბურისმაგვარი წარმონაქმნია .
ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები ოდესმე მაინც ჰქონია ქალების ნახევარზე მეტს, ასეთ დროს სიპტომები მძაფრდება მენსტრუაციის წინ. ესენი შეიძლება იყოს ტკივილი და დისკომფორტი ორივე ძუძუში. ტკივილი, წესისამებრ, მენსტრუაციასთან ერთად იწყება და გაივლის, თუმცა არ არის გამორიცხული, მთელი თვეც გაგრძელდეს.
სიმპტომები შესაძლოა დამძიმდეს მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლის ფონზე.
ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებების დროს ოპერაციას არ მიმართავენ. თუ რომელიმე კვანძი განსაკუთრებით მკვრივია, შესაძლოა, ჩატარდეს მისი ბიოფსია და ქსოვილის მოკვეთილი ნაწილის მიკროსკოპული შესწავლა.
რამდენად იქონიებს დადებით გავლენას მშობიარობა, ვერ მოგახსენებთ.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis- 

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიაკვშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა