მოგესალმებით,
მამოგრაფიული კვლევისა და დასკვნის მიხედვით, საქმე ეხება მასტოპათიას, რომელიც სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა. თავისთავად საშიში არ გახლავთ, მაგრამ ზრდის კიბოს ჩამოყალიბების რისკს. ზოგადად, მასტოპათიით დაავადებულ ქალბატონებს წარმონაქმნის ავთვისებიანი გადაგვარების ალბათობა ხუთჯერ მეტი აქვთ.
რაც შეეხება კვანძოვან მასტოპათიას – ამ დროს ჯირკვლის ქსოვილში ერთეული ან მრავლობითი სხვადასხვა ზომის კვანძი წარმოიქმნება, რომელთაც ხელითაც იოლად აღმოაჩენთ.
მიმოწერის რეჟიმში ერთადერთი , რაც შეგვიძლია გირჩიოთ, ისაა, რომ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტებს.
ჩვენი კლინიკის შესახებ ინფორმირებული ბრძანდებით, თუმცა შესახსენებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ მრავალპროფილური კლინიკაა რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით და ულტრათანამედროვე აპარატურით. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს კლინიკაში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ექიმთან.
სხვა შემთხვევაში ელექტრონული მიმოწერის რეჟიმში და დისტანციურად რეკომენდაციების მოცემას ვერ გავაგრძელებთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !