კისტოზური მასტოპათია - მამოლოგია

კითხვა: მოგესალმებით,ჩემს ქალიშვილს,რომელსაც ჰყავს ორი შვილი 8 წლისა და 2 წლის (28 წლისაა თვითონ) აქვს ძუძუდან გამონადენი, ცოტა შემკვრივებაც და ზოგჯერ ტკივილები იყო ექიმთან და დაუსვეს კისტოზური მასტოპათიის დიაგნოზი,დაუნიშნა წამლები ცისტინი,უროსეპტინი,ნეობლოკი,5 ნოკი,პროგესტოგელი,მასტოდინონი,ცოტა თირკმელზ ეც ანთებითი პროცესიაო; როგორც მოვიძიე ეს დაავადება ძირითადად არის ჰორმონალური დისბალანსი,ხოლო ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებში ჰორმონალური არცერტი არაა,სწორად არის თუ არა დანიშნული წამლები?საჭიროა თუ არა მამოლოგთან ვიზიტი?და კიდევ არსებობს თუ არა ალბათობა რომ სიმსივნეში გადაიზარდოს? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
სარძევე ჯირკვლის დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელშემწყობი ფაქტორებია: მემკვიდრეობა, ემოციური ფონი – ნერვული სტრესი, გადაღლილობა, არასწორი ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი.
უპრიანია, ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრებოდეთ უშუალოდ პაციენტს.
დასაზუსტებელია კიდევ ბევრი ფაქტორი. ამიტომ მხოლოდ ამ მონაცემების მიხედვით, სწორია თუ არა მკურნალობის აღნიშნული კურსი, ვერ მოგახსენებთ.
გირჩევთ პაციენტი მობრძანდეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩატარებულ კვლევათა მონაცემებისა და ანამნეზის შეჯერების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი მიაწვდის პაციენტს ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა