ლაქტაციის შეწყვეტა - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა! ვარ მეძუძური დედა ჯამრთელობასთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემები და თავი დავანებებინე ძუძუთ კვებას ბავშვს ვიყავი ექმთან დავლიე დოსტინექსი ნახევარი აბი 2ჯერ დღეში , 3დღე დამინიშნა , გამოვიწველე და გავიკარი, მაგრამ არანაირი შედეგი არ მაქვს ისევ მომდის რძე , გთხოვთ დამეხმაროთ რომ გავიშრო რძე , მამოლოგთანაც ვიყავი და გინეკოლოგთან მაგრამ უშედეგო.
პასუხი:

მოგესალმებით,
გამოწველის პროცესი განსხვავდება წოვის პროცესისგან - მას არ აქვს ჯირკვლის მასტიმულირებელი ისეთი ეფექტი, როგორიც წოვას.ამიტომ რძე თანდათნ შემცირდება და გაქრება,
თუ რძის რაოდენობა არ შემცირდა,ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონული პრეპარატები, მაგრამ მათი თვითნებური მიღება დუშვებელია.
კვლავინდებურად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რადგან მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი–მამოლოგი დაგინიშნავთ ლაქტაციის შესაჩერებელ აპრობირებულ მეთოდს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა