მოგესალმებით,
Dex bi rads2 Sin bi rads4a–სთან დაკავშირებით უკვე მოგაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია. იხილეთ ბმული: https://kirurgia.ge/full-ask/Dex-bi-rads2-Sin-bi-rads4a/34266
რაც შეეხება ბიოფსიის პასუხს მოგახსენებთ. Rads1–დან rads3–მდე კეთილთვისებიანი პათოლოგია ვლინდება. Rads5-დან rads6-მდე კი ავთვისებიანი.
თქვენი დასკვნა rads4, არის გარდამავალი და საჭიროებდა ბიოფსიით დაზუსტებას. მოხარულები ვართ, რადგან ავთვისებიანი სიმსივნე არ დადასტურდა.
შესაბამისად, თქვენი ვარაუდი, რომ შეცდომაა დაშვებული, არ არის მართებული.
მიუხედავად ამისა, მდგომარეობა აუცილებლად საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას. სწორედ ამიტომ, ისევე როგორც წინა შეტყობინებაში, გირჩევთ ანალოგიურს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად , შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კოსნულტაციაზე, სადაც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, ქალბატონი თამილა როინიშვილი დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/mamologia/38
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!