გამონადენი დვრილიდან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, შევამჩნიე დვრილიდან გამონადენი, მუქი მწვანე ფერის და რა შეიძლება ეს იყოს და რას მირჩევთ.ვარ 34 წლის, და ვერაფერს ვერ ვუკავშურებ
პასუხი:

მოგესალმებით, 

სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი უნებლიეც შეიძლება იყოს და ზეწოლის შედეგადაც შეიძლება გაჩნდეს. ის სხვადასხვანაირია: სქელი და თხიერი, რძისმაგვარი,  მოყვითალო, ქარვისფერი, მწვანე ან ყავისფერი, რიგ შემთხვევაში - სისხლიანი. გამონადენი შესაძლოა იყოს ნორმალური და პათოლოგიური.

ნორმალური გამონადენი ქალის განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას  უკავშირდება და თავისთავად წყდება, პათოლოგიური კი დაკავშირებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ისეთ პათოლოგიურ პროცესებთან, როგორიცაა:

  • ფიბროკისტოზური მასტოპათია;
  • ინტრადუქტური ანუ სადინარშიდა პაპილომა;
  • სარძევე ჯირკვლის სადინართა ექტაზია;
  • ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებანი;
  • სარძევე ჯირკვლის სიმსივნე;
  • ჰიპოფიზის სიმსივნე;
  • აბსცესი;
  • ტრავმა.

ნორმალური გამონადენი ჩნდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. პრაქტიკულად, ფიქსირდება ფიზიოლოგიური გამონადენი, რომელიც თავს იჩენს როგორც მექანიკური, ისე თერმული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, ბანაობის შემდეგ, როდესაც მაღალი ტემპერატურის გავლენით სადინარები ფართოვდება. აღნიშნულ სიტუაციებს ჩვენ საგანგაშოდ არ მივიჩნევთ.

სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის თანმხლები დაავადებების დროს - ამ შემთხვევაში გამონადენის არსებობა ჰორმონ პროლაქტინისა და თირეოტროპული ჰორმონის ნორმალური სინთეზის დარღვევით არის განპირობებული.

დასაზუსტებელია, გამონადენი ორივე დვრილიდან გაქვთ თუ მხოლოდ ერთიდან შეინიშნება, ხომ არ უკავშირდება მენსტრუალურ პერიოდს, ხომ არ ხართ მეძუძური ან ხომ არ მიატოვებინეთ ბავშვს ბუნებრივი კვება და ა.შ.

გირჩევთ, არ ეცადოთ ე.წ „გამოწველას“ რადგან შესაძლოა ტრავმამ მეტი ზიანი მოგაყენოთ.

ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“  მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სარძევე ჯირკვლის სრულყოფილი კვლევა + მამოლოგის უფასო კონსულტაცია,  რომელიც მიმდინარეობს ყოველ დღე, ხუთშაბათის გარდა, თუ საჭირო იქნება მამოლოგიური კვლევები, შემოგთავაზებთ 50%–იან ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/sardzeve-jirkvlis-sruli-gamokvleva---gtavazobt-mamologis-ufaso-konsultacias-da-sachiroebis-shemtkhvevashi-eqoskopiur-an-mamografiul-kvlevas-50-%E2%80%93iani-fasdaklebit

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშრიდეთ ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა