მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, ვეცდებით დაგეხმაროთ.
სასურველია, ვიცოდეთ რა ტიპის კისტაზეა საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ჩაიტაროთ შესაბამისი კლინიკური კვლევა, რათა შეფასდეს ცვლილებები.
რაც შეეხება ხელის დაბუჟებას, ეს შესაძლოა გამომდინარეობდეს როგორც მამოლოგიური პათოლოგიიდან, ისე ნევროლოგიური ( ხერხემლის სვეტის პათოლოგიის) პრობლემებიდან.
ლაქების შემთხვევაში კი მოგახსენებთ, ეს შესაძლოა იყოს:
- პიტირიაზი – კანის სოკოვანი დაავადება, რომელიც უმთავრესად კანის ზედაპირულ, რქოვანა შრეს აზიანებს.
- ვიტილიგო – ვითარდება კანის დაზიანებულ ადგილებში მელანინის ნაკლებობის შედეგად.
- სხვა სახის დერმატოლოგიური პათოლოგია.
დიაგნოსტირებისათვის, ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ, მამოლოგის კონსულტაციასა და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიურ კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/mamologis-konsultacia-da-sardzeve-jirkvlebis-eqoskopiuri-kvleva
დიაგნოსტირდება პათოლოგიები და დაისახება მკურნალობის გეგმა. ასევე, შესაძლოა, დიაგნოსიტრებასა და მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!