მკერდის ტკივილი - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა კითხვა მაქვს მამოლოგთან მკერდის ტკივილები მაქვს მომენტებში თვეში რამდენჯერმე ხან მიმაგრდება და მტკივა 1 ხან 2 დღე მერე გამივლის საშიში ხომ არ არის და რის ბრალი უნდა იყოს მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.
სარძევე ჯირკვალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. მის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები როგორიცაა:

  • ასაკი;
  • სისხლში ჰორმონების შემცველობა;
  • ესა თუ ის სამედიცინო პრეპარატი და ა.შ.

დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, უშუალო ვიზიტის გარეშე, ასევე დასაზუსტებელია ხართ თუ არა მეძუძური, მკერდის ტკივილი, მენსტრუალურ პერიოდშიც აქტუალურია თუ არა, თქვენს მიერ აღნიშნული სიპტომი, ორივე ძუძუზე ვრცელდება, თუ მხოლოდ ერთზე და ა.შ.
დიაგნოსტირებისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც შემოგთავაზებთ მამოლოგის კონსულტაციას და 2D მამოგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31451/mamologis-konsultacia-da-2D-mamografia-44-larad-

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა