სიმაგრე მკერდის არეში - მამოლოგია

კითხვა: გამარჯო ვარ 31წლის მარჯვეა მკერდი მაქვს გამაგრებული მტკივა ძალიან.
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად დიაგნოზის დასმა რთულია, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, სარძევე ჯირკვლების გამაგრებას.

ამ დროს ქალს აქვს მკერდში უსიამოვნო გამაგრების და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი, ამგვარმა შეგუბებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გართულება – სარძევე ჯირკვლის ანთება.

დასაზუსტებელია, სიმაგრე მუდმივია თუ ციკლთან ერთად იჩენს თავს, გაქვთ თუ არა ამ დროს ტემპერატურა, ზოგადად მტკივნეულია თუ არა ? ამ და კიდევ ბევრ ნიუანსს აქვს დიდი მნიშვნელობა, რასაც დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან  კონსულტაციაზე , სადაც უშუალო ვიზიტისას სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევებს.

ასევე, აქციის ფარგლებში, მამოლოგიურ  სკრინინგზე გვაქვს  ფასდაკლება,  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა