ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია

კითხვა: ორი თვის წინ სკრინინგ ცენტრში ჩატარებული მამოგრაფიის შედეგებია: სარძ. ჯირკ.სტრუქტ. ჰეტეროგენური ცხიმოვანი ACR_2. მარცხნივ ზედა ლატერალურ კვადრატში ისახება ლოკალურად მკვრივი ფიბროზული უნანი. კლაცინატები: მარჯვენა - არ ისახება, მარცხენა- ნორმა. ლიმფური კვანძები: მარჯვენა - აქსილარული და ინტრაამარული, მარცხენა - აქსილარული. დასკვნა: რენტგენოლოგიურად ავთვისებიანი დაზიანება არ ისახება. გთხოვთ ამიხსნათ რას ნიშნავს ამ კვლევის შედეგები და მესაჭიროება თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ჰეტეროგენული ცხიმოვანი ACR-2ის შემთხვევაში საგანგაშო არაფერია, მსგავსი ტიპის კვანძები ჩვეულებრივ, კარგად ემორჩილებიან მკურნალობას.
აუცილებელია კვანძების დინამიკაში დაკვირვება, რაც მამოლოგის პრეროგატივაა.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმ–მამოლოგს, თუ არ გყავთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" თამილა როინიშვილთან კონსულტაციაზე, სადაც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქნიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა