მოგესალმებით,
სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.
სარძევე ჯირკვალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. მის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ასაკი, სისხლში ჰორმონების შემცველობა, ესა თუ ის სამედიცინო პრეპარატი.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, უშუალო ვიზიტის გარეშე, ასევე დასაზუსტებელია ხართ თუ არა მეძუძური, მკერდის გადიდება და ტკივილი, მენსტრუალურ პერიოდშიც აქტუალურია თუ არა. სიმსივნურ დაავადებებს ძალზე იშვიათად და მხოლოდ შორს წასულ შემთხვევებში ახასიათებს ტკივილი.
ყველაზე ხშირად მისი მიზეზი ბანალური ფიბროზული მასტოპათიაა, ამიტომ ტკივილის დროს გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია.
უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ მიმართოთ მამოლოგს, პალპაციისას (ხელით გასინჯვის მეთოდი) წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში ექოსკოპიურ კვლევაზე გაგგზავნით, ხოლო თუ უკვე გადააბიჯეთ 35 წელს, რენტგენომამოგრაფიასაც დაგინიშნავთ.
ალტერნატიული არის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მამოლოგთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 059 900,
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვს მარჯვენა მკერდი გადიდებული და თან გამაგრებული.მტკივა ხელს რო ვიკარებ და ზოგჯერ ჩხვლეტებიც მაქვს.აპრილში გადავიღე ეხო.ვიყავი მამოლოგთანაც.რაღაც ანთებითი პროცესია ალბათო და დამინიშნა ერთი მალამო და ერთი წვეთები დასალევად.თითქოს გადამიარა მაგრამ ეხლა ისევ და თან უფრო ძალიან მტკივა.როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო.ბათუმში ვცხოვრობ.
პასუხი: