ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს ორსულობის პერიოდში როგორ შეიძლება მკერდში ჯირკვლების დაშლა
პასუხი:

მოგესალმებით,

სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.

სარძევე ჯირკვალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. მის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ასაკი, სისხლში ჰორმონების შემცველობა, ესა თუ ის სამედიცინო პრეპარატი.

დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, უშუალო ვიზიტის გარეშე. თუმცა როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებით ორსული, სარძევე ჯირკვლის პრობლემები კი, შესაძლოა სწორედ აქედან გამომდინარეობდეს.

უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ მიმართოთ მამოლოგს, პალპაციისას (ხელით გასინჯვის მეთოდი) წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში ექოსკოპიურ კვლევაზე გაგგზავნით, ხოლო თუ უკვე გადააბიჯეთ 35 წელს, რენტგენომამოგრაფიასაც დაგინიშნავთ.

ალტერნატიული არის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მამოლოგთან კონსულტაციაზე.

ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგიური სკრინინგი, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა