მკერდის ტკივილი - მამოლოგია

კითხვა: მაქვს პერიოდულად მკერდის ტკივილი ჩხვლეტის მაგვარი რისი ბრალი შეიძლება იყოს ძალიან ვნერვიულობ
პასუხი:

მოგესალმებით,
სარძევე ჯირკვალი ჯირკვლოვანი ქსოვილისგან, ცხიმისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ის 15-20 წილადაა დაყოფილი, თითოეული მათგანი კი მრავალ პაწაწინა წილაკს შეიცავს. წილაკების სადინარები დვრილში იყრის თავს.
სარძევე ჯირკვალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. მის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს ასაკი, სისხლში ჰორმონების შემცველობა, ესა თუ ის სამედიცინო პრეპარატი.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, უშუალო ვიზიტის გარეშე, ასევე დასაზუსტებელია ხართ თუ არა მეძუძური, მკერდის ტკივილი, მენსტრუალურ პერიოდშიც აქტუალურია თუ არა, თქვენს მიერ აღნიშნული სიპტომი, ორივე ძუძუზე ვრცელდება , თუ მხოლოდ ერთზე და ა.შ.
დიაგნოსტირებისათვის, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც შემოგთავაზებთ მამოლოგის კონსულტაციას და 2D მამოგრაფიას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31451/mamologis-konsultacia-da-2D-mamografia-44-larad-
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა