ფიბროადენომატოზი - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობათ,მკერდში მარჯვნივ ზედა მხარეში შევამჩნიე რაღაც სიმკვრივე, ბურთივივით,თან მოძრავი.ხელის მიჭერაზე მტკივა ისე არა. მამოლოგმა ხელით შემოწმებისას სავარაუდოდ კისტაო. ექოზე მითხრეს რომ კისტა არაა,პასუხში წერია- მარჯვნივ ზედა ლატერალურ კვადრატში აღინიშნება დიფუზური ფიბროადენომატოზული ცვლილებები,გამოხატული პარენქიმის ექოგენობის არათანაბარ დაქვეითებაში. სხვა ყველაფერი წესრიგშია. მაინტერესებს სარძევე ჯირკვლების ექოს დროს ციკლის დღეს აქ მნიშვნელობა? ეს ციკლის 25ე დღესაა გადაღებული. ან საჭიროებს გადამოწმებას ? ან მკურნალობას?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ფიბროადენომა;
  • მკურნალობის მეთოდები;
  • მენსტრუალური ციკლის ფაზები და სარძევე ჯირკვლის კვლევა.

ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. არსებობს ბანალური ფიბროადენომებიც, რომლებიც 20-30 წლის ქალების ხვედრია (ფიბროადენომის სწორედ ეს ფორმაა ყველაზე ხშირი). ცალკე გამოყოფას მოითხოვს ე.წ. ფოთლისებრი ფიბროადენომები და კვანძოვანი ფიბროადენომატოზი, როდესაც რამდენიმე ფიბროადენომა ერთდროულად ჩნდება.
არსებობს მოქმედების ორი გზა:

  • ქირურგიული მკურნალობა;
  • დინამიკური კონტროლი.

დინამიკური კონტროლი ინდივიდუალური ცნებაა და მინიმუმ 6 თვეში ერთხელ ექოსკოპიურ გამოკვლევას გულისხმობს.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, უფრო ხშირი დაკვირვებაც გახდეს საჭირო.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, ციკლის მეექვსე-მეთორმეტე დღეს. ციკლის მეორე ფაზაში ჯირკვლის სიმკვრივე იცვლება, რამაც შესაძლოა დიფუზური პათოლოგიების დროს შედარებით განსხვავებული ექოლოგიური სურათი მოგვცეს. მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით იცვლება წარმონაქმნის ზომაც.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრისთვის უმჯობესია, მიმართოთ მკურნალ ექიმს.
თუ გსურთ, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური მამოლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც ქალბატონი თამილა როინიშვილი გაგიწევთ დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა