შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ფიბრომიალგია, ბარიატრიული ქირურგია - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით. ფიბრომიოლოგის დიაგნოზის შემთხვევაში, რამდენად დასაშვებია ოპერაცია, ამ შემთხვევაში, ბარიატრიული ოპერაცია?! გმადლობთ.

იხილეთ პასუხი

რეფლუქსის დაავადება, გასტრიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, 2 წლის წინ ჩავიტარე გასტროლოგიური გამოკვლევა და რეფლუქსის დაავადება აღმომაჩნდა, ვიმკურნალე და მივყევი ექიმის მიერ დანიშნულ მითითებებს. მკურნალობის შემდეგ ვერიდებოდი ციტრუსებს და იმ ხილს რომელიც ადრე უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე. ახლა კი მაგალითად ატმის, გარგარის, ვაშლატამის ჭამის შემდეგ 10წუთში მეწყება კუჭის ტკივილი,მიწევს გამაყუჩებლის მიღება. მაინტერესებს არის თუ არა ეს დაკავშირებული ჩემს ძველ დიაგნოზთან? და სავარაუდოდ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

იხილეთ პასუხი

პროტრუზია, სპონდილოზი - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, 6 თვის წინ თქვენთან გადავიღე ხერხემლის მრტ და დამიდგინეს L5 დისკის პროტრუზია და სპონდილოზი,მკურნალობა ჩავიტარე დანიშნულების მიხედვით და ახლა ისევ დამეწყო წელის არეში ძლიერი ტკივილები,რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ მოვიქცე?

იხილეთ პასუხი

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა! ხუთი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულზე, ახლა აღმოჩნდა რომ ისევ მაქვს, გავიარე მკურნალობის კურსი, ტკივილი აღარ მაწუხებს, მაქვს გულძმარვა და ზოგჯერ სიმძიმის შეგრძნება. მკურნალობის შემდეგ ნორმალურია თუ ისევ მივმართო ექიმს?

იხილეთ პასუხი

ვიზიტი ნეფროლოგთან - ნეფროლოგია

კითხვა: გამარჯობა დედაჩემს აქვს მარჯვენა თირკმელი დაშლილი და ეუბნევიან არ არის ოპერაცია საჭიროო თუ არა უკვე პრობლემა მარცხენაზე დაეტყო ფეხები უსივდება ძაან და არის თუ არა საჭირო ოპერაცია და ფეხების დასიება თირკმლის ბრალი თუ შეიძლება ამ შემთხვევაში შარდმდენის დალევა

იხილეთ პასუხი

ნეკნთაშუა ნევრალგიის სინდრომი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა.1 შეკითხვა მაქვს და წინასწარ მადლობა დიდი პასუხისთვის ნეკნებს შუა მაქვს ტკივილი ხელს რო ვიდებ მტკივა ადგილას უფრო მტკივა რამოდენიმე წუთში მივლის და შეიძლება სხვა ადგილას ამტკივდეს ძირითადად მკერდის გასწვრივ იღლიის ქვეშ.ბავშვობაში მქონდა ნეკნთა შუა ნერვის ანთება და მახოვს საშინლად მტკიოდა და ეხლა ესე არ მტკივა უფრო ხელის დადება.მტკივა რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს?

იხილეთ პასუხი