გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
კონსულტაცია ნეიროქირურგთან
კითხვა: მოგესალმებით, მჭირდება ნერვოპათოლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაცია. წელის არედან მარცხენა ფეხის მაქვს ტკივილი ხანდახან მოუთმენელი, გთხოვთ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე, სად და ვის მივმართო
გადამდებია თუ არა სიმსივნე
კითხვა: ურთიერთობა მქონდა ქალთან რომელსაც აღმოაჩნდა 4 სტადიის საშვილოსნოს სიმსიმნე და ჩემზე გადმოდების რაიმე შანსი თუ არსებობს და როგორ მოვიქცე ?
კონსულტაცია ნევროლოგთან
კითხვა: მქონდა თაბრუსხვევა და ხმაური მარჯვენა მხარეს ყურის არეში, ორი თვე მივიღე ნერვოპათოლოგის დანიშნული ცერებროვინი და ნეროსერკი, ორი კვირის შემდეგ ისევ დამეწყო ხმაური და თაბრუსხვევა უფრო ხშირად, ვის მივმართო არ ვიცი, იქნებ დამაკვალიანოთ წინასწარ გიხდით მადლობას
ბულოზური კისტა
კითხვა: გამარჯობა, ჰაეროვანი კისტა 4/4 მმ დაფიქსირებულია ფილტვის აპიკალურ ნაწილში. მაინტერესებს შეიძლება თუ არა მაგნტიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას გამორჩენოდა შედარებით პატარა კისტოვანი ნაწილები? მაინტერესებს ასევე შემიძლია თუ არა ვარჯიშის დაწყება და თვითმფრინავით მოგზაურობა. თუ შეგიძლიათ ყველა კითხვას უპასუხეთ. მადლობა.
პათოლოგია- მუცლის აორტა
კითხვა: გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მუცლის აორტა გასკდა და მუცელში იღვრება სისხლი, შეიძლება პციენტს ჰქონდეს ისეთი შეგრძნება რომ თითქოს მუცელში რაღაც თბილი ეღვრება? და თუ გამსკდარია აორტა და იქიდან ჟონავს სისხლი, ასეთ მდგომარეობაში რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს პაციენტმა თუ არ მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას? და მესამე შეკითხვა, ექოსკოპიაზე შეიძლება გამოჩნდეს ის პროცესი თუ აორტიდან სისხლი ჟონავს და მუცელშია ჩაღვრილი? მადლობა ყურადღებისთვის და იმედია გამცემთ პასუხს, წავიკითხე თქვენი სტატია, ბევრ კითხვას გავეცი პასუხი მაგრამ ამ სამ კითხვას ვერ მოვუძებნე პასუხი და გთხოვთ დამეხმაროთ
აქციების ვადები
კითხვა: გამარჯობათ, რამდენი ხანი გრძელდება აქცია?