მოგესალმებით! მუცლის აორტის ანევრიზმის ყველაზე ხშირი გართულებაა --ანევრიზმის გახეთქვა. მისი სიმპტომებია : ძლიერი ტკივილი რეტროპერიტონეულ მიდამოში, რასაც მოჰყვება ჰიპოტენზია-წნევის დაცემა . თუმცა შესაძლოა პაციენტს ქონდეს ისეთი შეგრძნება რომ თითქოს მუცელში რაღაც თბილი ეღვრება. ანევრიზმის გასკდომის ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო დიდია მისი დიამეტრი. აორტის გასკდომის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. თუმცა აქაც გააჩნია რა პროცესია : დათრომბვა, პერფორირება თუ გახეთქვა. დიდხანს დაყოვნება პაციენტის სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობა რეკომენდირებულია თუ 5 სმ- და მეტია ზომაში. დიაგნოსტიკას რაც შეეხება : 1. ულტრაბგერითი კვლევა - აქვს 100 % იანი სიზუსტე.მუცელში ჩაღვრილი სითხის დანახვა რა თქმა უნდა შესამჩნევია ულტრასონოგრაფიული კვლევის დროს. 2. კომპიუტერული ტომოგრაფია.(კტ) 3. ანგიოგრაფია. მკურნალობა--ენდოვასკულური ან ღია ქირურგია. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მუცლის აორტა გასკდა და მუცელში იღვრება სისხლი, შეიძლება პციენტს ჰქონდეს ისეთი შეგრძნება რომ თითქოს მუცელში რაღაც თბილი ეღვრება? და თუ გამსკდარია აორტა და იქიდან ჟონავს სისხლი, ასეთ მდგომარეობაში რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს პაციენტმა თუ არ მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას? და მესამე შეკითხვა, ექოსკოპიაზე შეიძლება გამოჩნდეს ის პროცესი თუ აორტიდან სისხლი ჟონავს და მუცელშია ჩაღვრილი?
მადლობა ყურადღებისთვის და იმედია გამცემთ პასუხს, წავიკითხე თქვენი სტატია, ბევრ კითხვას გავეცი პასუხი მაგრამ ამ სამ კითხვას ვერ მოვუძებნე პასუხი და გთხოვთ დამეხმაროთ
პასუხი: