Karl Storz
ქირურგიის ეროვნული ცენტრი 24 საათის განმავლობაში აწვდის პაციენტებს სერვისს ყბა–სახის ქირურგიის მიმართულებაში. კლინიკაში ტარდება ნებისმიერი სირთულის ყბა–სახის ოპერაცია ტრადიციული, ღია წესით. თუმცა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კლინიკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა ენდოსკოპიური მეთოდია.
ეს არის რევოლუციური მიღწევა სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა მკურნალობაში. მინიინვაზიური ჩარევით შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის, სადინრის კენჭოვანი დაავადებების და სხვა პათოლოგიათა მკურნალობა.
სიალოენდოსკოპია წარმოადგენს უახლეს კვლევით მეთოდს, როდესაც ექიმი ვიზუალურად აფასებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას. შესაძლებელია ჯირკვლის შიგთავსის და სანერწყვე სადინრის კედლების დეტალური კვლევა, რაც ვერ ხერხდება სხვა ღია მეთოდებით. სიალოენდოსკოპის საშუალებით, იმის მიხედვით თუ რა ლოკალიზების და ზომის არის კენჭოვანი წარმონაქმნი, შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის კენჭის სრული ან ნაწილობრივი მოცილება , ასევე ლითოტრიფსია (დაშლა), შემდგომ ჯირკვლის სანაცია.
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კი შესაძლებელია მანიპულაციის დასრულებიდან ერთ საათში. პაციენტი ინარჩუნებს სანერწყვე ჯირკვალს, რომლის ფუნქციებიც აღდგენადი ხდება.