ენდოსკოპიური აპარატი

ენდოსკოპიური აპარატი

OLYMPUS EVIS EXERA III CV 190

კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს ენდოსკოპიური კაბინეტი. გთავაზობთ ენდოსკოპიური კვლევებისა და მანიპულაციების სრულ სპექტრს. ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია ბოლო თაობის, მსოფლიოში საუკეთესო, იაპონური წარმოების ენდოსკოპიური აპარატით OLYMPUS EVIS EXERA III CV 190 სერიის, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზებითა და მანევრირებით.
აპარატის წყალობით ექიმებს საშუალება აქვთ, დროულად აღმოაჩინონ კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებები, ჩაატარონ ეფექტური სამკურნალო მანიპულაციები რაც ჩვენი ქვეყნის ყველა კლინიკაში არ ტარდება.

აპარატის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა HD ხარისხის ვიზუალიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, დავათვალიეროთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ყოველი მილიმეტრი და დროულად აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები როგორიცაა სიმსივნური პროცესები ადრეულ (in situ) ეტაპზე და შესაბამისად, დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა.

საუკეთესო ხარისხის ვიზუალიზება კვლევის პროცესის ხანგრძლივობას ამცირებს, რაც კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. ასევე კვლევის ჩატარება შესაძლებელია ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით, რაც სრულიად უსაფრთხოა პაციენტისთვის. კლინიკაში დაცულია სტერილიზების თანამედროვე პრინციპები. მანიპულაციები წარმოადგენს უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურას.