TOSHIBA vantage Elan (1.5 ტ.)
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია მეტად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დინამიკაში დაკვირვებისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია მრტ-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი - ახალი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც ჩვენი კლინიკისთვის შეარჩიეს შემდეგი უპირატესობებისა და ინოვაციების გამო:
1. Vantage Elan-ის გენტრის (სადაც თავსდება პაციენტი გამოკვლევის დროს) შიდა დიამეტრი თავის კლასში ყველაზე დიდია.
Vantage Elan-ის ღია გენტრის შიდა დიამეტრი 63 სმ-ია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მის კლასში მყოფ სხვა სისტემებთან შედარებით, როგორიცაა: GE Signa HDx, Brivo MR355, Hitachi Echelon, Philips Multiva, Siemens Avanto Q, Essenza. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან ხშირად პაციენტი უარს ამბობს მრტ კვლევაზე მხოლოდ ამ მიზეზის გამო.
- განათება – გენტრის სპეციალური შიდა განათება ხსნის დახურული სივრცის შეგრძნებას, რაც ასევე მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს.
- ვენტილაცია – გენტრის შიგნით მოწყობილი სავენტილაციო სისტემა გამოკვლევის დროს პაციენტს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.
- საწოლი/მაგიდა, რომელზეც თავსდება პაციენტი – იმეორებს ადამიანის ანატომიურ ფორმას, რაც უზრუნველყოფს პაციენტის დამატებით კომფორტს.
- მსუბუქი ქოილები (მოწყობილობა, რომელიც თავსდება პაციენტის სხეულზე) – მორგებულია პაციენტისა და მომსახურე პერსონალის კომფორტზე.
2. უნიკალური ტექნოლოგია - PIANISSIMO Σ, ამცირებს ხმაურის დონეს სკანირებისას და გვაძლევს საშუალებას, კვლევა ჩატარდეს პრაქტიკულად უხმაუროდ, რაც ბევრად კომფორტულია პაციენტისთვის.