ექიმი თერაპევტი - ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტში

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული   ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:

ექიმი თერაპევტი ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტში

          საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი
  • შესაბამისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა.

სასურველია:   უცხო ენების ცოდნა.

       პიროვნული თვისებები:

  •  კომუნიკაციის უნარი
  •  გუნდური მუშაობის უნარი
  •  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •  დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი 
  •  განყოფილებაში  არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი  CV შემდეგ მისამართზე: 

[email protected]  საბუთების მიღების ბოლო ვადაა  2024  წლის 20 ნოემბერი.

სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა სამუშაო დღეებში, 24 საათიანი მორიგეობა შაბათ-კვირა და უქმე დღეებში.      

გთხოვთ, წერილის სათაურში(Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

ცენტრის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გამოაგზავნეთ რეზიუმე