ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
ექთნისდამხმარე (სხვადასხვა დეპარტამენტში)
სავალდებულოა:
საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (III კურსიდან).
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- უცხო ენების ცოდნა.
ძირითადიმოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების – დამზადება/გამოყენება;
- სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
- სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
- ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
- პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთნის დამხმარე).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024წლის 20 ნოემბერი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.