ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” ბათუმის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
დღის რეგისტრატორი
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება;
- პორტალზე პაციენტის დაზღვევის შემოწმება;
- ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: [email protected]
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მაისი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge