ონკო–პათოლოგიის 14.1 მილიონი ახალი შემთხვევიდან 19% საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის.
გახსოვდეთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული სტადია განაჩენი არ არის!
სკრინინგით შესაძლებელია ადრეული ცვლილებების გამოვლენა და შესაბამისად, დროული მკურნალობა.
საქართველოს მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში მეორე ადგილზეა.
სწორედ ამიტომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგულ კვლევებს სიმბოლურ ფასად.
კვლევის ფარგლებში, მხოლოდ 31 ლარად გთავაზობთ:
- ონკო–გინეკოლოგის კონსულტაციას;
- PAP-ტესტს;
- კოლპოსკოპიას.
საჭიროების შემთხვევაში, ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე ისარგებლებთ 50%–იანი ფასდაკლებით.
გახსოვდეთ, ნებისმიერი დაავადების (მათ შორის კიბოს) ადრეულ სტადიაზე მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შორს წასულ შემთხვევებში. ამ გზით ქალს უხანგრძლივდება სიცოცხლე, ინარჩუნებს ნორმალური ცხოვრების წესს, ზოგ შემთხვევაში შვილოსნობის უნარსაც.
რაც შეეხება შორს წასულ შემთხვევებს – ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენები არ არის. რეკომენდებულია ქიმიო-სხივური თერაპიული მკურნალობა, რომელიც ჩვენს კლინიკაში ულტრათანამედროვე სხივურ ამაჩქარებლებზე Varian TrueBeam–სა და Varian VitalBeam–ზე წარმატებით ხორციელდება.
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს!
ქირურგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტთან კონსულტაციისთვის და სკრინინგ–პროგრამაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: დიღმის მასივი, ჩაჩავას ქუჩა #5.
თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ საშვილოსნოს ყელის კიბოზე, იხილეთ ვრცლად!
დაგვირეკეთ