გაწუხებთ მშრალი ხველა, პერიოდული ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება? ისარგებლეთ აქციით

გაწუხებთ მშრალი ხველა, პერიოდული ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება? ისარგებლეთ აქციით

აქცია ძალაშია ყოველ პარასკევს!

ვინაიდან სასუნთქი სისტემის დაავადებები და ფილტვის კიბოს შემთხვევები მათი გახშირებული გამოვლენის გამო მედიცინისა და თანამედროვე ონკოლოგიის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ თორაკალური (გულმკერდის)  ქირურგის კონსულტაციას.

პაციენტების როგორც დიაგნოსტიკური, ისე შემდგომი მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკის თორაკალური ქირურგი ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს.

აქციით უნდა ისარგებლოთ თუ:

  • ამჟამად ხართ თამბაქოს მომხმარებელი;
  • მწეველი ბრძანდებით 20–25 წელია;
  • კონტაქტი გაქვთ მტვრიან გარემოსთან, ქიმიურ ნაერთებთან ან მათ  წარმოებასთან;
  • გაწუხებთ სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • გაქვთ ონკოლოგიური დაავადების ოჯახური ანამნეზი.  

აქციით უნდა ისარგებლოთ იმ  შემთხვევაშიც, თუ ჩამოთვლილ  რისკ–ჯგუფებში თავს ვერ მოიაზრებთ, მაგრამ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

  • გახანგრძლივებული მშრალი ხველა;
  • ქრონიკული ბრონქიტი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;
  • წონაში კლება;
  • ხმის ჩახლეჩვა;
  • უმადობა.

დროული და სწორი დიაგნოსტირებით თავს აარიდებთ შესაძლო გართულებებს, ხოლო ადეკვატური მკურნალობით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, არასასურველი დიაგნოზის დროსაც კი.

ქირურგთან  უფასო კონსულტაციით სარგებლობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შემდეგი კვლევები ჩაგიტარდებათ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით:

  • გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით ჩაგიტარდებათ 320 ლარის ნაცვლად 160 ლარად ულტრათანამედროვე, მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL;
  • რენტგენოლოგიური კვლევა 45 ლარის ნაცვლად 25 ლარად კომპანია SHIMADZU-ს ციფრული რენტგენის  აპარატზე.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

უფასო კონსულტაციები ჩაგიტარდებათ თორაკალური (გულმკერდის) ქირურგის მიერ: პროფესორი სერგო ციცხვაია.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 

დაგვირეკეთ