
პროსტატსპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა გულისხმობს სისხლის გამოკვლევას, რისთვისაც საჭიროა 5-6 მლ სისხლის აღება თქვენი ვენიდან.
გთხოვთ, გაეცნოთ კვლევის სიზუსტისათვის საჭირო წესებს:
- მასალის აღება უნდა მოხდეს ალკოჰოლის მიღებიდან 48 საათის გასვლის შემდგომ;
- ეაკულაციიდან ორი დღის შემდეგ;
- პროსტატის მასაჟის, ურეთრის ინსტრუმენტული კვლევისა და ბიოფსიიდან ორი კვირის შემდეგ;
- ველოსიპედზე, ველოტრენაჟორზე ჯდომიდან და ცხენოსნობიდან ერთი კვირის შემდეგ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ