რას გულისხმობს პროსტატსპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა?

რას გულისხმობს პროსტატსპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა?

პროსტატსპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა გულისხმობს სისხლის გამოკვლევას, რისთვისაც საჭიროა 5-6 მლ სისხლის აღება თქვენი ვენიდან.

გთხოვთ, გაეცნოთ კვლევის სიზუსტისათვის საჭირო წესებს:

  • მასალის აღება უნდა მოხდეს ალკოჰოლის მიღებიდან 48 საათის გასვლის შემდგომ;
  • ეაკულაციიდან ორი დღის შემდეგ;
  • პროსტატის მასაჟის, ურეთრის ინსტრუმენტული კვლევისა და ბიოფსიიდან ორი კვირის შემდეგ;
  • ველოსიპედზე, ველოტრენაჟორზე ჯდომიდან და ცხენოსნობიდან ერთი კვირის შემდეგ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!