128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი

128 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი

პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში

128  შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფის უპირატესობა დაავადების წარმოშობის უადრეს ეტაპზე გამოვლენაა! მრავალშრიანი სკანერი აფიქსირებს უმცირესი ზომის წარმონაქმნს, რაც თავისთავად ავლენს პათოლოგიას  და შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ მრავალი, მათ შორის, სავარაუდო ონკოლოგიური დაავადება!

იცოდით რომ, მსოფლიოში პირველი პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფის (პეტ/კტ) კონცეპტუალური მოდელი 1991 წელს, ჟენევის უნივერსიტეტში, დევიდ ტაუნსენდმა შეიმუშავა?!

მას მუშაობის პროცესში შვეიცარელმა ონკოქირურგმა რუდი ეგელიმ შესთავაზა, ბისმუტის მბრუნავ ქილებს შორის ცარიელი სივრცე გამოეყენებინა და აპარატისთვის კომპიუტერული ტომოგრაფის სკანერი დაემატებინა, რაც ქირურგებს ანატომიურ ინფორმაციას მიაწვდიდა. სწორედ ასე გაჩნდა მსოფლიოში პირველი პეტ/კტ-ს შექმნის იდეა!

მალევე გაირკვა, რომ ასეთი კონცეფციის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა კომპიუტერული ტომოგრაფის მბრუნავ საყრდენზე დამონტაჟებული კომპონენტების სიმკვირვის გამო, თუმცა, 7 წლის შემდეგ, 1998 წელს, დევიდ ტაუნსენდისა და პროფესორ რონალდ ნატის ერთობლივი მუშაობის შედეგად. პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში პირველი კომბინირებული პეტ/კტ აპარატი დამონტაჟდა!

2000 წელს, სამედიცინო სამყაროს ტექნოლოგიური რევოლუციონერების მიერ შექმნილმა პოზიტრონულ-ემისიურმა კომპიუტერულმა ტომოგრაფმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და წლის სამედიცინო გამოგონებად დასახელდა!

როგორც ამერიკელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ალფრედ კაზინი ამბობდა : „ხელოვნება ყოველთვის იცვლება, მაგრამ ის ვერასოდეს ვითარდება ისე, როგორც მედიცინა და ტექნოლოგია!“

ამის დასტურია, რომ პირველი გამოგონებიდან სულ რაღაც 20 წლის თავზე, პეტ/კტ სკანერი ტექნოლოგიურად იმდენად დაიხვეწა, რომ ანალოგურიდან ციფრულზე გადავიდა, შემცირდა კვლევის დრო, პაციენტისთვის სრულად უსაფრთხო და კომფორტული გახდა კვლევა და დღეს, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არსებული Philips Vereos Digital PET/CT-სთვის დამალული პათოლოგიები არ არსებობს!