ფქოდ მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, იგი ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
ფქოდ, ანუ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ხასიათდება სასუნთქი ნაკადის ქრონიკული შეზღუდვით, ფილტვის პათოლოგიური ცვლილებების სპექტრით, ზოგიერთი ყურადსაღები ფილტვგარეშე ეფექტითა და მნიშვნელოვანი კო-მორბიდული მდგომარეობებით, რომელიც ზემოქმედებს პაციენტის დაავადების სიმძიმეზე.
მისი პულმონური ელემენტი ხასიათდება სასუნთქი ნაკადის შეზღუდვით, რომელიც არ არის სრულად შექცევადი. სასუნთქი ნაკადის შეზღუდვა, ჩვეულებრივ, პროგრესირებს და ასოცირებულია ფილტვების პათოლოგიურ ანთებით რეაქციასთან მავნე ნაწილაკების ან აირების ზემოქმედების საპასუხოდ.
მთელ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება ფქოდ-ის ყველაზე გავრცელებული რისკ- ფაქტორია, თუმცა, შეშისა და სხვა ბიოპროდუქტების წვის შედეგად განვითარებული ჰაერის დაბინძურება ასევე ითვლება ფქოდ-ის რისკ-ფაქტორად.
ფქოდ უხშირესად ვითარდება შუახნის ასაკის ხანგრძლივ მწეველებში, პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ სხვა დაავადებებიც, რომლებიც უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას ან ასაკს.
ფქოდის დროს ვითარდება ისეთი პათოლოგიების მომატებული რისკი, როგორიცაა:
- წონაში კლება;
- კვებითი დარღვევები;
- ჩონჩხის კუნთების დისფუნქცია;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- სტენოკარდია;
- ოსტეოპოროზი;
- რესპირატორული ინფექციები;
- მოტეხილობები;
- დეპრესია;
- დიაბეტი;
- ძილის დარღვევები;
- ანემიია;
- გლაუკომა.
დროული დიაგნოსტირება დაგიცავთ ფილტვის დაზიანებისაგან!
ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს.
ჩვენი კლინიკის ბაზაზე, ყველა პირობაა შექმნილი ფილტვის პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვისა და მკურნალობისთვის, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!