ქირურგიის ეროვნული ცენტრი გილოცავთ ახალ 2017 წელს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გილოცავთ ახალ 2017 წელს!

მიიწურა 2016 წელი.


მთელი ეს პერიოდი, ჩვენი კლინიკა და მისი თითოეული წევრი, მთელი მონდომებით იდგა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა კლინიკის მიერ წლის განმავლობაში მიღებული და გატარებული 30 000–ზე მეტი პაციენტი და 3300–ზე მეტი წარმატებული ოპერაცია, მათ შორის ნოვატორული ენდოვასკულური ქირურგიის მეთოდებით, რომელთა წყალობითაც უამრავი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა კლინიკიდან.
ამასთან, დაინერგა უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები. გაიზარდა მადლიერი პაციენტების რიცხვი. თუმცა მთავარია არა ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ, არამედ ის, რის გამოც თქვენ ხართ კმაყოფილი ჩვენთან ურთიერთობით.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად ცდილობდა თქვენი ნდობისა და პატივისცემის დამსახურებას, იგივე გაგრძელდება მომავალშიც.

ჩვენი პრიორიტეტი თქვენი კმაყოფილებაა და ამისთვის ქირურგიის ეროვნული ცენტრი კვლავ ყველაფერს გააკეთებს. ეს არის ჩვენი ცენტრის მთავარი საზრუნავი. ასე იყო 2016–ში და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ კვლავ 24 საათის განმავლობაში ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე, კვლავ დიდი გულისყურით მოვეკიდებით თქვენს სურვილებს და შენიშვნებს. ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი მოთხოვნები.

გილოცავთ ახალ 2017 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!

მადლობას გიხდით ნდობისთვის!