ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა გაცილებით მარტივია!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის დახმარებით ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა გაცილებით მარტივია!

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი გამოწვევა და სხივური ონკოლოგია კიბოს მართვის ერთ–ერთი ეფექტური დარგია.

ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

თებერვალი კიბოსთან ბრძოლის თვეა.

4 თებერვალს მსოფლიო ონკოლოგიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ეს თარიღი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას სკრინინგის მნიშვნელობის, დაავადების, სიმპტომების, მკურნალობისა და პრევენციის შესახებ.

რამდენიმე წელია ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტში ონკო–პაციენტებს წარმატებით უტარდებათ რადიოთერაპია.

რა არის რადიაციული ონკოლოგია?

მედიცინის დარგია, რომელიც გულისხმობს მაიონიზირებელი გამოსხივების სამედიცინო მიზნით გამოყენებას ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

რადიოთერაპია ტარდება როგორც დამოუკიდებლად, ისე მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში.

რადიაციული (სხივური) ონკოლოგია კიბოს მართვის თანამედროვე და ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია და ამას ცხადყოფს ჩვენს დეპარტამენტში მკურნალობის შემდგომ ჩატარებული საკონტროლო გამოსახულებითი კვლევები.

ერთ–ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 79 წლის პაციენტის კლინიკური შემთხვევა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თავის არეში მცირე ზომის წარმონაქმნები აღენიშნებოდა.

სხვა კლინიკაში შუბლის წარმონაქმნი ამოკვეთეს და მასალის მორფოლოგიურმა შესწავლამ T უჯრედებით მდიდარი B უჯრედული ლიმფომა გამოავლინა.

ოპერაციიდან ორ თვეში ნაოპერაციებ არეში დიდი ზომის დაწყლულება განვითარდა. აღნიშნულმა დაწყლულებამ მთელი შუბლი და ორივე თვალბუდე მოიცვა. დაწყლულება მხედველობის ნერვებზე ზეწოლას, თვალის კაკლების წინ მკვეთრ წამოწევასა და მხედველობის დარღვევას იწვევდა, კერძოდ, პაციენტი ერთი თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა, ხოლო მეორე თვალში გაორება ჰქონდა. ასევე მეტასტაზირდა მარჯვენა ყბაყურა ჯირკვალში და ანთებით გავრცელდა მარჯვენა ჰაიმორის წიაღში.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მისვლისას პაციენტი უჩიოდა გაუსაძლის ტკივილს სიმსივნით დაზიანებულ არეებში.

ტკივილთან ერთად ჰქონდა შემდეგი სიმპტომები:

  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • მხედველობის მკვეთრი დაქვეითება და გაორება;
  • გადიდებული და მტკივნეული მარჯვენა ყბაყურა ჯირკვალი.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა დაზიანებული არეების დასხივება.

სხივური თერაპიით მკურნალობის მიმდინარეობისას მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კერძოდ:

  1. მოიხსნა გაუსაძლისი ტკივილი;
  2. განახევრდა სიმსივნური დაწყლულება;
  3. მკურნალობის ბოლოს ორივე თვალში აღდგა მხედველობა;
  4. თვალის კაკლებმა მიიღო ანატომიური მდგომარეობა;
  5. ალაგდა შუბლის, თვალბუდეების, ჰაიმორის წიაღის დაწყლულება და ინფილტრაცია;
  6. მარჯვენა ყბაყურა ჯირკვალში მეტასტაზური დაზიანება გაქრა.

დეპარტამენტის გახსნიდან დღემდე სხივური თერაპია წარმატებული შედეგით ჩაუტარდა 1000–მდე პაციენტს.

პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ონკოლოგები, რომლებმაც განათლება ევროპისა და აშშ–ის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს; თითოეული მათგანი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს.

რადიოთერაპიის დეპარტამენტი წარმოადგენს ქართულ–ამერიკულ–ესპანურ პროექტს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოშივე სარგებლობენ ამერიკულ–ევროპული სტანდარტის მკურნალობით – სხივური ონკოლოგია (რადიაციული ონკოლოგია) ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამ პროექტის დახმარებით პაციენტები სამშობლოშივე, ორჯერ ან სამჯერ ნაკლებ ფასად მკურნალობენ რადიაციულ ონკოლოგიაში არსებული ყველა თანამედროვე მეთოდით.

რატომ ითვლება რადიოთერაპია ეფექტურ მეთოდად?

რადიოთერაპია ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ–ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს და საჭიროა შემთხვევათა 70%–ში.

ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით რადიაციული თერაპია მოქმედებს ადგილობრივად და ნაკლებად ახასიათებს სისტემური გართულებები, გვერდითი მოვლენები.  

ქირურგიასთან შედარებით გარეგანი სხივური თერაპია მკურნალობის არაინვაზიურ და ორგანოს შემანარჩუნებელ მეთოდად ითვლება.

რადიაციული თერაპია ტარდება, ინიშნება სხვადასხვა მიზნით:

  • რადიკალური (განკურნებისკენ მიმართული);
  • წინასაოპერაციო;
  • ოპერაციის შემდგომ;
  • პალიატიური (სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომატიკის შემცირებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით).

კლინიკის სხივური ამაჩქარებელი 

პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპია ტარდება ამერიკული კომპანია „ვარიანის“ ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და კლინიკურად ეკვივალენტური 2 სხივური ამაჩქარებლით.

აღსანიშნავია, რომ იდენტური კონფიგურაციის დახმარებით რადიოთერაპია მიმდინარეობს შეუფერხებლად, ყოველგვარი გეგმის ცვლილებისა, თუ დასხივების დროის გახანგრძლივების გარეშე.

სხივური თერაპია სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით!

რადიაციულ ონკოლოგიას დეპარტამენტში მიმართავენ შემდეგი ორგანოებისა და სისტემების სამკურნალოდ:

  • თავი და კისერი;
  • ძუძუ;
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტი;
  • შარდ–სასქესო სისტემა;
  • ჰემატოლოგიური სიმსივნეები;
  • ფილტვი;
  • ცენტრალური ნერვული სისტემა;
  • ძვალი და რბილი ქსოვილები;
  • კანი და სხვა.

დეპარტამენტის ბაზაზე წარმატებით ფუნქციობს ქიმიოთერაპიის განყოფილება, სადაც უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობენ.

სხივური ონკოლოგია და საერთაშორისო მხარდაჭერა

თითოეული პაციენტის განხილვა და მკურნალობის ტაქტიკის დადგენა ხდება Tumor Board–ის (ონკოლოგთა ჯგუფი) პრინციპით.

პაციენტთა მკურნალობაში ჩართულნი არიან მოწვეული ექსპერტები აშშ–დან და ესპანეთიდან; ყველა კლინიკურ შემთხვევას ეცნობიან და ქართველ კოლეგებთან ერთად მართავენ ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი და ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დეპარტამენტს ხშირად სტუმრობენ ონკოლოგიაში მოღვაწე საყოველთაოდ ცნობილი ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა დარგში არსებულ სიახლეებს გვიზიარებენ, მაგალითად, რადიოლოგიისა და ბირთვული მედიცინის სრულმა პროფესორმა, ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტალის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა რაგუვერ ჰალკარმა წარმოადგინა მოხსენება, რომელიც თანამედროვე ონკოლოგიაში პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის როლს ეძღვნებოდა.

ასევე დეპარტამენტმა უმასპინძლა ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის ეგიდით ორგანიზებულ ყოველთვიურ შეხვედრას.

კლინიკის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგიის შესახებ თემები წარადგინეს ემორის უნივერსიტეტის, მურსიის უნივერსიტეტის, სტამბოლის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებმა.

ამავდროულად, რადიოთერაპიის დეპარტამენტი პერმანენტულად მასპინძლობს საქართველოსა და საზღვარგარეთ მდებარე კლინიკების წარმომადგენლებს. კამპანიის მიზანია კოლეგების ინფორმირება ონკოლოგიის თანამედროვე მართვის პრინციპების შესახებ.

სიახლე დეპარტამენტში – ბრაქითერაპია და პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია

დეპარტამენტს დაემატა რადიაციული ონკოლოგიის ახალი სერვისი ბრაქითერაპია, რომელიც ტარდება კომპანია Elekta-ს წარმოების ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური შესაძლებლობების მქონე აპლიკატორებით, დაგეგმარების დახვეწილი და ზუსტი 3D სისტემით აღჭურვილი მაღალი დოზის აპარატით Flexitron-HDR.

მკურნალობის ამ მეთოდის დროს რადიაციული წყარო პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში თავსდება, შესაბამისად, მთელ წარმონაქმნს მოიცავს და ზუსტ, მიზანმიმართულ დასხივებას უზრუნველყოფს.

იგი დასხივების ინვაზიური მეთოდია, რომლის დროსაც მაქსიმალურად დაცული რჩება სხვა ჯანმრთელი ორგანოები და სტრუქტურები.

კიბოს ეროვნული მონაცემთა ბაზისა და EMBRACE-ს სტატისტიკის თანახმად, ეს მეთოდი გინეკოლოგიური სიმსივნეების მკურნალობისას 29%–ით ზრდის ადგილობრივი კონტროლისა და სიცოცხლის გადარჩენადობის მაჩვენებელს.

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობებია:

  1. კიბოს უჯრედზე მაღალი დოზის რადიაციის სწრაფი ზემოქმედება;
  2. მაღალი ბიოლოგიური ეფექტი;
  3. სიმსივნის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობა;
  4. ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილებზე მინიმალური რადიაციული ტოქსიკურობა;
  5. საერთო ჯამში პროცედურების სიმცირე.    

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამ მეთოდის დანერგვიდან დღემდე ჩატარდა 50–მდე წარმატებული ჩარევა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ რეგიონში პირველად მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა პროსტატის HDR ბრაქითერაპია real time რეჟიმში, რომელიც პროსტატის მაღალი რისკის ადენოკარცინომის დიაგნოზის მქონე 65 წლის პაციენტს ჩაუტარდა.

ჩატარდა კომპლექსური მკურნალობა – ჰორმონოთერაპია და გარეგანი სხივური თერაპია, რომლის დასრულების შემდეგ დაინიშნა ბრაქითერაპიული მკურნალობა.

პროსტატის HDR ბრაქითერაპია მაღალი დოზის სიხშირით დასხივებას გულისხმობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი დოზით დასხივდა პროსტატის დაზიანებული ჯირკვალი.

პროცედურამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე და პაციენტი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

სულ მალე ონკოლოგიური პაციენტები ისარგებლებენ კიბოს დიაგნოსტირებაში უალტერნატივო, ბირთვული მედიცინის კვლევის ისეთი მნიშვნელოვანი მეთოდით, რომელსაც პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია (PET/CT, პეტ კატე) ეწოდება.

ეს მეთოდი ბირთვული მედიცინის სპეციალისტს შესაძლებლობას აძლევს:

  • აღმოაჩინოს უმცირესი ზომის სიმსივნე;
  • განსაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა;
  • დაადგინოს ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხი;
  • მოახდინოს ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება;
  • შეაფასოს სხივური თერაპიისა თუ ქიმიოთერაპიის ეფექტურობა;
  • დაადგინოს მეტასტაზური პროცესის პირველადი კერა და სხვა.

იგი ადამიანის ორგანიზმს მთლიანად იკვლევს და წარმოადგენს ფუნქციური კვლევის მეთოდს, რადგან მეტაბოლურ ცვლილებებს გვიჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ციფრული პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფით (PET/CT, პეტ კატე) და მისთვის განკუთვნილი სივრცის კეთილმოწყობა კლინიკაში ყოველდღიურად, ამ წუთშიც მიმდინარეობს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს სრულ სამკურნალო–დიაგნოსტიკურ სპექტრს, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს.

უკვე ძალიან ბევრმა ონკოლოგიურმა პაციენტმა ისარგებლა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით და ჯანმრთელობის გაუმჯობესებული მდგომარეობით დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

დეპარტამენტში მკურნალობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი პაციენტები.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად