CT ენტეროგრაფია

CT ენტეროგრაფია

ქირურგიის ეროვნული ცენტრი შეღავათიან ფასად გთავაზობთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევას – CT ენტეროგრაფიას, მხოლოდ 320 ლარად!

კტ. ენტეროგრაფია  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დეტალური კვლევაა, იგი არაინვაზიური და უმტკივნეულო მეთოდია, რომლითაც  ხდება მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების დეტალური აღწერა აქცენტით – მსხვილ და წვრილ ნაწლავებზე,

მათი შრეობრივი და ფუნქციური მდგომარეობის შეფასება, სადაც დახმარებას გაგიწევთ რადიოლოგი თამაზ ჯაოშვილი.

კვლევა წარმოებს კონტრასტის თანხლებით, რისთვისაც საჭიროა პაციენტის წინა დღით მომზადება. შესაბამის ინსტრუქციას პაციენტი მიიღებს ექიმ-რადიოლოგისგან.

შემთხვევები, როცა საჭიროა აღნიშნული კვლევის ჩატარება:

  • სისხლდენა  ნაწლავიდან;
  • ნაწლავის ანთებითი პროცესები;
  • ობსტრუქციული პროცესები, გაუვალობა;
  • ნაწლავის სიმსივნე;
  • კრონის დაავადება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ნებისმიერი დისკომფორტული მდგომარეობა.

აქცია ძალაშია ორშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირა!

 

ფასდაკლებით სარგებლობისა და წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ

რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად