შარდკენჭოვანი დაავადება უროლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
ამ დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი თანამედროვე მედიცინის კვლევის ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია. დღემდე მეცნიერებისთვის პათოლოგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა განიხილება რამდენიმე თეორია, კერძოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ინფექციები, თირკმლისა და საშარდე გზების ფუნქციის დარღვევა, სხვა დაავადებების, მაგალითად, პოდაგრის ან ბუნიონის ფონზე აღმოცენებული და სხვა.
გასათვალისწინებელია კენჭის ზომა, ლოკალიზება, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეტიოლოგია. თირკმლის კენჭები სხვადასხვა მინეროლოგიური შემადგენლობისაა, მაგალითად, ოქსალატის, ფოსფატის, კალციუმის, მაგნიუმის, ურატის, შარდმჟავა, კომბინირებული და სხვა.
დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია კონკრემენტის (კენჭი) ფორმაზე, ზომაზე, რაოდენობასა და მდებარეობაზე. თუმცა პაციენტები უმეტესად უჩივიან მწვავე ან ყრუ ხასიათის ტკივილსა და დისკომფორტს. ზოგჯერ პათოლოგიას თან სდევს იმდენად აუტანელი ტკივილი, რომ პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი მნიშვნელოვნად ქვეითდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიური მიმართულება პაციენტებს სთავაზობს თირკმელში, შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთში არსებული ყველა ზომის კენჭის დაშლას ყველაზე თანამედროვე ენდოსკოპიური მეთოდით, რომელსაც ლაზერული ლითოტრიპსია ეწოდება.
რა არის ლაზერული ლითოტრიპსია?
როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა შოთა ბუგიანიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ლითოტრიპსია ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება.
ლითოტრიპსიისთვის განკუთვნილი ულტრათანამედროვე აპარატი
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, დეპარტამენტი აღიჭურვა ბოლო თაობის გერმანული წარმოების აპარატით Medilas H Solvo 35.
Dornier MedTech სამედიცინო ბაზარზე ცნობილია როგორც კომპანია, რომელიც უროლოგიის მიმართულებით ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავს. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ კლინიკებთან და სამედიცინო კორპორაციებთან – მისი მიზანია, რომ შექმნას ტექნოლოგიები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ლითოტრიპსიისთვის განკუთვნილი აპარატურის Medilas H Solvo 35–ის მახასიათებლებია:
- 35 ვატი ლაზერი;
- გამარტივებულია ლაზერული ბოჭკოთი კენჭის მიზანში ამოღების პროცესი (ლითოტრიპსიის დროს აპარატი მაქსიმალურად ამცირებს კენჭის მოძრაობის, გადაადგილების შესაძლებლობას);
- კლინიკურად დადასტურებული პარამეტრები ქირურგისთვის მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის;
- მკაფიო გრაფიკული გამოსახულება და დამატებითი ეკრანი მაღალი ხარისხის ვიზუალიზებას უზრუნველყოფს.
პროცედურის დროს, სათანადო ლაზერული სხივით იშლება საშარდე სისტემაში არსებული კენჭები. კლინიკაში ოპერაცია ტარდება ულტრაბგერითი ექოსკოპიისა და რენტგენოსკოპის კონტროლის ქვეშ. კენჭის მდგომარეობიდან გამომდინარე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის სამსახური ნიშნავს შესაბამისი ტიპის ანესთეზიას. ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ეწერება ბინაზე, შესაბამისი დანიშნულებით.
როგორ იშლება კენჭი ლაზერით?
კლინიკის თანამედროვე აპარატი სხვადასხვა ფუნქციითაა აღჭურვილი – შეუძლია კენჭის ფრაგმენტაცია და ფაქტობრივად ფხვნილად ქცევა. დაშლილი კენჭები კი ოპერაციის შემდეგ შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!