კატარაქტის ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Bausch and Lomb-ის ამერიკული ლინზებით.
ოპერაცია ტარდება კომპანია Zeiss-ის მიერ მოწოდებულ Visalis-ის ქირურგიული სისტემით და მიკროსკოპით- Lumera 700.
ოპერაცია სრულად ფინანასდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.
ლინზების უპირატესობაა:
- მაღალი დონის ულტრაიისფერი სხივების შემაკავებელი ფილტრი;
- მკვეთრი გამოსახულება;
- ღამით საჭესთან ან ქუჩაში უფრო მკაფიო გამოსახულება;
- მკვეთრი სინათლის მიმართ შემცირებული მგრძნობელობა.
რა არის კატარაქტა?
დაავადება, რომელიც არის მხედველობის გაუარესების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ამ დაავადების დროს თვალის ბროლი კარგავს გამჭვირვალობას და სინათლის სხივი ვეღარ აღწევს თვალში. ის ვითარდება თანდათანობით, ასაკის მატებასთან ერთად. როგორც წესი, ის ვითარდება ერთდროულად ორივე თვალზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ერთ თვალზე პროცესი უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე მეორეზე.
კატარაქტის დროს მხედველობის გაუარესება
სიმპტომები
- მხედველობის დაბინდვა;
- გაუარესებული მხედველობა შორ მანძილზე, რომლის კორექციაც სათვალით ვერ ხერხდება;
- გამოსახულების გაორება შორ და ახლო მანძილზე;
- ნათების და გაელვების გაჩენა;
- ღამით მანქანის მართვისას გაუარესებული მხედველობა;
- იშვიათად შესაძლოა პაციენტმა დაიწყოს უსათვალოდ კითხვა ახლო მანძილზე, რაც შეუძლებელია 40-50 წლის შემდეგ.
- ეს არის ხოლმე კატარაქტის პროგრესირების ნიშანი. ამ დროს, როგორც წესი, მხედველობა შორ მანძილზე უკვე დაქვეითებულია. მცირე დროში მხედველობა გაუარესდება ახლო მანძილზე კითხვის დროსაც.
მკურნალობა
- მკურნალობა ხდება ქირურგიული ჩარევით. ოპერაციის დროს ხდება შემღვრეული ბროლის დაქუცმაცება და თვალიდან ამოღება, მის მაგივრად ბროლის ჩანთაში ისმევა თანამედროვე კუმშვადი ლინზის იმპლანტატი. ეს ლინზები და თანამედროვე ტექნიკა გვაძლევენ საშუალებას, რომ ოპერაცია ჩატარდეს ტკივილის და ნაკერების გარეშე, იყოს პაციენტისთვის მაქსიმალურად დამზოგველი.
- ოპერაციამდე 24 საათით ადრე პაციენტს უტარდება აუცილებელი კვლევები: კარდიოლოგის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი და სხვა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!