ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა უფასო გასინჯვის აქცია გამართეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპასოვკაში.
აქციით ისარგებლა ადგილობრივმა მოსახლეობამ. უფასო გასინჯვის აქცია ჩატარდა ფონდის „ერთობა მომავლისთვის“ თაოსნობით. აქციაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ჯონი ბერიძე.
აქციაში ჩართულნი იყვნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის:
- ზოგადი ქირურგი;
- გინეკოლოგი;
- ნევროლოგი;
- ტრავმატოლოგი;
- უროლოგი;
- თერაპევტი;
- კარდიოლოგი;
- სისხლძარღვთა ქირურგი;
- რადიოლოგი;
- ენდოკრინოლოგი.
პაციენტებს სტანდარტულად ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა. აქციაში მონაწილეობა მიიღო 90–მა ადამიანმა, ჩატარდა 370 კონსულტაცია და კვლევა. აქციის ბოლოს პაციენტებს დაურიგდათ კომპანია „ავერსის“ მიერ გამოყოფილი მედიკამენტები.
აღსანიშნავია, რომ სოფელ სპასოვკაში ამბულატორია არ ფუნქციობს, შესაბამისად, აქცია ჩატარდა სოფლის ქართულ სკოლაში. საღამოს სწორედ ამ სკოლის მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი, რაც ამაღელვებელი იყო, რადგან თითოეულ მათგანში ძალიან მძლავრად იგრძნობოდა ქართული სული, პატრიოტიზმი.
აქციაზე მისულმა მოსახლეობამ ქირურგიის ეროვნული ცენტრის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია აღიქვა პოზიტიურად. როგორც განაცხადეს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ექიმთან კონსულტაციით ხშირად ვერ სარგებლობენ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ბათუმში ან თბილისში ვიზიტი უწევთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის მზადაა იყოს ქვეყნის სამსახურში, იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები რეგულარულად სტუმრობენ რეგიონებს და ადგილობრივებს სთავაზობენ უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმების კომპეტენტური აზრი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების დროული და სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რაც უსასყიდლოდ ურიგდებათ აქციაში მონაწილე ადამიანებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!