ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე! სწორედ ამ ლოზუნგით გაერთიანდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები და უმასპინძლეს მორიგ უფასო გასინჯვის აქციას.
ამჯერად უფასო გასინჯვის აქცია აგარაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ უფასო სამედიცინო გამოკვლევებით ისარგებლეს ავლევის, გნოლევის და გორის ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობამ. მოგეხსენებათ, ეს საზღვრისპირა რეგიონია, რომლის მოსახლეობაც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებს.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები ჩაატარეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადმა ქირურგმა, ტრავმატოლოგმა, გინეკოლოგმა, უროლოგმა, ოფთალმოლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, ექოსკოპისტმა. აქციით ისარგებლა 118–მა პაციენტმა. მათ ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. აქციის მნიშვნელოვან ბენეფიტს წარმოადგენს ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები უზრუნველყო საჭირო მედიკამენტებით.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!