ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს სოლიდარობის ფონდთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი გაფორმდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში.
დღეიდან ქირურგიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან განახორციელებენ ფონდში დონაციას.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანი ინდივიდუალური პაციენტებისა და კატასტროფული სოციალური დანახარჯების წინაშე მდგარი ოჯახების მხარდაჭერაა. ორგანიზაცია ხელმძღვანელობს სტრატეგიული განვითარების გეგმით, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების ეტაპობრივ გაფართოებას. ფონდის ამოქმედების პირველივე წელს ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის ფინანსური პრობლემა.
ფონდის დაფუძნებიდან, 2014 წლის პირველი ივლისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით, 700-ზე მეტი საჯარო უწყების და 62 ორგანიზაციის, მათ შორის 51 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, ფონდში მობილიზებულია 9.8 მილიონი ლარი და დაფინანსდა სიმსივნით დაავადებული 379 ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
სიკეთე გადამდებია!
გისურვებთ ჯანმრთელობას!