ქირურგიის ეროვნული ცენტრი ქარელში

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ქარელში

უფასო გასინჯვების აქცია თიღვის დევნილთა დასახლებაში

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აგრძელებს უფასო გასინჯვების აქციებს საქართველოს ტერიტორიაზე.
ამჯერად ჩვენი გუნდი ქარელის მუნიციპალიტეტში, თიღვის დევნილთა დასახლებას ესტუმრა.
პაციენტებს გაეწიათ უფასო კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისგან:

• ქირურგი
• უროლოგი
• თერაპევტი
• კარდიოლოგი
• ენდოკრინოლოგი
• ნევროლოგი
• ოფთალმოლოგი
• ტრავმატოლოგი
• ანგიოლოგი
• რადიოლოგი

  • ჩატარდა ექოსკოპიური, მათ შორის დოპლეროგრაფიული და კარდიოლოგიური კვლევები
  • ჩატარდა პირველადი სრული ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა
  • პაციენტებს გადაეცათ საჭირო მედიკამენტები, მხედველობის მაკორექტირებელი სათვალეები და წნევის საზომი აპარატები „ავერსი ფარმას“ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით

ჩვენი მთავარი მიზანია, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

გისურვებთ ჯანმრთელობას!