სამშობლოდან შორს, საქართველოს საზღვრებს მიღმა, ბევრი ქართველი ცხოვრობს.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
90–იან წლებში ქვეყანაში განვითარებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური ფონის გამო ბევრი ადამიანი იძულებული გახდა ემიგრანტი გამხდარიყო და ამ გზით ოჯახის წევრები შიმშილისა თუ უკიდურესი გაჭირვებისგან გადაერჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ წლების შემდეგ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში დიდი ნაბიჯი გადადგა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოჯახის შემოსავლის თითქმის ერთადერთი წყარო კვლავ ემიგრაცია რჩება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი თანამემამულეებს მხარდაჭერას უცხადებს - როგორ ეხმარება კლინიკა ემიგრანტებს?
მოგეხსენებათ, ზოგიერთ ემიგრანტს ამა თუ იმ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის ოფიციალური ნებართვა არ აქვს და შესაბამისად, ვერც სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს; სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს, დეპორტაციის შიშით, თავს არიდებს საავადმყოფოს და თვითნებურად მკურნალობს. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ჩატარებული თვითმკურნალობა კი ხშირად გამხდარა დაავადების გამწვავების მიზეზი.
რასაკვირველია, სამშობლოსა და ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნით გამოწვეული ტკივილისა და ნოსტალგიის შემსუბუქება შეუძლებელია, მაგრამ ქირურგიის ეროვნული ცენტრი ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ემიგრანტებს სამედიცინო კუთხით, დისტანციურად დაეხმაროს და ექიმის რეკომენდაცია მიაწვდინოს სრულიად უსასყიდლოდ.
კლინიკის ვებ გვერდზე, რუბრიკაში „დაუსვი შეკითხვა ექიმს“ წლის განმავლობაში 100–ზე მეტი წერილი შემოვიდა რუსეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ემიგრანტები გვიყვებიან დაავადების შესახებ, აღწერენ ჩივილებს, ამოწმებენ სიმპტომებს, გვთხოვენ დახმარებას.
სამწუხაროდ, დისტანციურად, შესაბამისი სადიაგნოსტიკო კვლევების გარეშე, რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა და მითუმეტეს მკურნალობის კურსის დანიშვნა, მაგრამ კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები წერილში მითითებული სიმპტომების საფუძველზე, ახდენენ სამუშაო დიაგნოზის ფორმირებასა და პროფილის მითითებას.
ექიმები საზღვრავენ კონკრეტული შემთხვევა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს თუ არა, რომელი პროფილის ექიმთან უნდა გადამისამართდეს პაციენტი, რომელი დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები იქნება საჭირო ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, როგორ შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება სახლის პირობებში – ერთი სიტყვით პასუხი მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას დაავადების ეტიოლოგიის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესახებ.
თუ სტატიას კითხულობს ემიგრანტი ან პირი, რომლის ოჯახის წევრი, მეგობარი თუ ახლობელი ემიგრაციაშია, სურვილისამებრ, შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია რუბრიკას და პრობლემის შემთხვევაში ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმის უფასო ონლაინ კონსულტაციით ისარგებლოს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.
რა უნდა იცოდეთ რუბრიკის შესახებ?
რუბრიკა "დაუსვი შეკითხვა ექიმს"
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს სხვადასხვა პროფილის ექიმი ერთ სივრცეში ემსახურება.
რუბრიკა „დაუსვი შეკითხვა ექიმს“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ პაციენტმა მეტი შეიტყოს მისთვის საინტერესო დაავადების შესახებ და სწორი ორიენტირი, რეკომენდაცია მიიღოს.
მკითხველი სარგებლობს გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, უროლოგიური, ანგიოლოგიური, კარდიოლოგიური, ონკოლოგიური, ქირურგიული, რევმატოლოგიური, ნევროლოგიური, ტრავმატოლოგიური და სხვა ნებისმიერი მიმართულების დაავადების შესახებ კვალიფიციური რეკომენდაციით.
ფაქტობრივად, პაციენტი ექიმთან გადის უფასო კონსულტაციას ონლაინ რეჟიმში.
რუბრიკის დაარსებიდან დღემდე ექიმებმა, საექიმო ეთიკისა და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის და ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვის პირობებში, უპასუხეს 4 000–მდე ადამიანს.
საბედნიეროდ, კლინიკის ხელმძღვანელების ჩანაფიქრი, რომ რუბრიკა მოქალაქეს დახმარებოდა და პირველადი სამედიცინო რეკომენდაცია სახლიდან გაუსვლელად მიეღო, წარმატებით ხორციელდება და ამის თვალსაჩინო მაგალითია პაციენტების გამოგზავნილი არაერთი წერილი, რომელიც ექიმისა და დაწესებულების მიმართ მადლიერებითა და სიყვარულითაა სავსე.
ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, გაიხსენეთ კლინიკის ვებ გვერდი და მოგვწერეთ.
არ შეგეშინდეთ, ჩვენი ექიმები 24 საათი ხაზზე არიან და დაგეხმარებიან.
იხილეთ ბმული – https://kirurgia.ge/shekitxva-eqims
გისურვებთ ჯანმრთელობას!