ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები
1 ოქტომბერს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი მართავს აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის იუბილესადმი 131–ე და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ექიმთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე - ონკოლოგიურ დაავადებათა თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.
პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო, ჰიბრიდული კონფერენცია ვიწრო აუდიტორიის წინაშე და ონლაინ რეჟიმში, „ზუმის“ მეშვეობით გაიმართება.
კონფერენციაზე მოსახვედრად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგეგზავნებათ შეხვედრაზე დასასწრები ბმული!
სარეგისტრაციო ფორმა – https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeZkfgfPwwysXffKnLvofTCOUtBISuDWl5ACTNsA4Mu4HOM0Q/viewform
მოწვეულთა შორის არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ექსპერტები, რომელთა გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაც მნიშვნელოვანია ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვის.