ფარისებრი ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს.
გამოიმუშავებს იოდის შემცველ ორ ჰორმონს, თიროქსინსა (T4) და ტრიიოდთირონინს (T3) და ასევე ერთ პეპტიდურ ჰორმონს – კალციტონინს.
ფარისებრი ჯირკვალი მონაწილეობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში, ასევე დიდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე, ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებასა თუ სხვა ბევრ ფუნქციაზე.
კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ ორსულებს სთავაზობს უმნიშვნელოვანეს აქციას, რომელიც მოიცავს სამეანო ექოსკოპიას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის (TSH) განსაზღვრას სისხლში, მეან–გინეკოლოგის კონსულტაციას.
თუ გსურთ, ისარგებლოთ აღნიშნული აქციით გთხოვთ, იხილოთ ლინკი.
ორსულობისას ფარისებრ ჯირკვალში მიმდინარე ცვლილებებსა და სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგი ქეთევან იორდანიშვილი.
„ორსულობა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში. ის როგორც დადებითად, ისე ზოგიერთ შემთხვევაში უარყოფითადაც შეიძლება აისახოს ქალის ჯანმრთელობაზე, გამოიწვიოს პათოლოგიური მდგომარეობის გართულება.
განსაკუთრებით ხშირი და მძიმე გართულება მოჰყვება ჰიპოთირეოზს (როდესაც დაქვეითებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია). სწორედ ჰიპოთირეოზის ფონზე მიმდინარე ორსულობისას საკმაოდ მაღალია იმ დაავადებათა გართულებათა რისკი, როგორიცაა: ანემია, სპონტანური აბორტი, არტერიული ჰიპერტენზია, პლაცენტის აშრევება და სხვა.
განსაკუთრებით მძიმე შედეგი აქვს ჰიპოთირეოზს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან ეს პერიოდი კრიტიკულია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ვიდრე ნაყოფს საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი განუვითარდება, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებზეა დამოკიდებული.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი არც თუ ისე იშვიათი პათოლოგიური მდგომარეობაა. მსოფლიოში 3.500-4.000 ახალშობილიდან ერთი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დეფიციტით იბადება. ასეთ ბავშვებს, თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაგვიანდა, ინტელექტუალური სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა აღენიშნებათ“, – აცხადებს ქალბატონი ქეთევანი.
– რას იწვევს ორსულობისას იოდის დეფიციტს?
– საქართველო წარმოადგენს იოდის დეფიციტის ენდემურ კერას, ამდენად საქართველოში მცხოვრები ქალბატონები ორსულობის დაგეგმვის პერიოდში უნდა მოემზადნონ იოდის საკმარისი რაოდენობის მიღებით. თუკი დაუგეგმავი ორსულობა დადასტურდა, მნიშვნელოვანია, რომ მაშინვე დაიწყოს იოდის დანამატების მიღება, რომ ოპტიმალურად წარიმართოს ორსულობა და მუცლადმყოფი ნაყოფის ნერვული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. იოდზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. იოდის დეფიციტი ყველაზე დიდ საფრთხეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, სწორედ ამ პერიოდში წარმოადგენს. მთელი ორსულობის მანძილზე და განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს ნაყოფის ნერვული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. დაბადების შემდგომ კი, პოსტნატალურ პერიოდში, ფარისებრი ჰორმონების ნორმალური დონე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მზარდი ორგანიზმის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისა და ზრდისთვის.
– რა ტიპის კვლევები ტარდება კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოსარიცხად?
– კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და ლაბორატორიით, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ყველა ის კვლევა, რომელიც მოწოდებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოსავლენად.
– თუ დიაგნოსტირდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, როგორ მკურნალობთ ორსულს?
– კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სერვისი ორსულს აძლევს იმის საშუალებას, რომ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში გუნდური მუშაობის პრინციპით (სადაც ჩართულია ენდოკრინოლოგი) დაენიშნოს მკურნალობა, პროტოკოლის სრული დაცვით.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს ქეთევან იორდანიშვილს ნომერზე 577 32 71 19.
გისურვებთ ჯანმრთელობას!